ტექნოლოგიური 6 თვიანი მარათონი,
რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას

დაიწყე ნულიდან და გახდი პროფესიონალი დეველოპერი - ისწავლე ყოველდღიურად!

დაიწყე სწავლა ნახე ყველა მარათონი

ჩვენი კურსები

ყველაზე მოთხოვნადი კურსები. ნახე ყველა კურსი

Web Development Course

Frontend დეველოპმენტის სრული კურსი

ხანგრძლივობა: 6 თვე

ფასი: 249 ლარი / თვე

სწავლება მოიცავს HTML, CSS, JavaScript, TypeScript და React-ის პრაქტიკულ პროექტებს.

რეგისტრაცია
Data Science Course

Backend დეველოპმენტის სრული კურსი

ხანგრძლივობა: 9 თვე

ფასი: 249 ლარი / თვე

სწავლება მოიცავს Node.JS, TypeScript, OOP, Microservices, SQL, MongoDB, Redis, Kafka და მრავალი სხვა.

რეგისტრაცია
Digital Marketing Course

Fullstack დეველოპმენტის სრული კურსი

ხანგრძლივობა: 9 თვე

ფასი: 249 ლარი / თვე

სწავლება მოიცავს Node.JS, TypeScript, React, MongoDB, SQL, AWS, CI/CD და მრავალი სხვა.

რეგისტრაცია

ჩვენი მენტორები

გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც დაგეხმარებიან განვითარებაში

შოთა ჯოლბორდი

შოთა ჯოლბორდი

Senior FullStack Engineer

10+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში. Node.JS, TypeScript, React, MongoDB, SQL, Scala, AWS. მუშაობს Self- Sovereign Identity (SSI) და Web3 ტექნოლოგიებში. აქვს გამოცდილება კრიპტოგრაფიაში, ფუნქციურ პროგრამირებაში და პროგრამული არქიტექტურაში, ხოლო წარმატებული გამოცდილება რთული სისტემების შექმნაში. მუშაობდა ისეთ კომპანიებში როგორიცაა: Input Output (IOHK), Terra.Money, Kontist, Ozorix, Stonebit s.r.l., PawwwN.

ვანო ხუროშვილი

ვანო ხუროშვილი

Senior Software Engineer

10+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში. Node.JS, TypeScript, JavaScript, .NET, MongoDB, SQL, MSSQL, Azure, Python, Serverless Framework, Amazon S3, AWS Glue. აქვს გამოცდილება დიდი ზომის ტექნიკური პროექტების მენეჯმენტში, დაგაგემვაში და გუნდების მართვაში. ასევე აქვს Startup და Enterprise პროექტებში Lead Engineer პოზიციაზე გამოცდილება. მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Bank Of Georgia, TulaCo, JSC Swoop, Practis, Amber

ლუკა გიორგაძე

ლუკა გიორგაძე

Lead Software Engineer

10+ წლიანი გამოცდილება Full Stack დეველოპმენტში. Go, GCP, React, WASM, TypeScript, JavaScript, MongoDB, SQL, AWS, Microservices, აქვს გამოცდილება დიდი ზომის ტექნიკური პროექტების მენეჯმენტში, დაგაგემვაში და გუნდების მართვაში. აქვს Startup და Enterprise პროექტებში Lead Engineer პოზიციაზე გამოცდილება. მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Bank Of Georgia, Pave Bank, ProCredit Bank, WeHealth, Lomsa, TulaCo, Tradeswell, Wemersive, Ministry of Finance of Georgia

რას ამბობენ ჩვენი სტუდენტები

ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა

სანამ სწავლას დავიწყებდი, არ მქონდა გამოცდილება SQL DEVELOPMENT -თან მუშაობაში. TechSchool-ის კურსმა საშუალება მომცა, სულ რამდენიმე თვეში დამოუკიდებლად გამეკეთებინა მონაცემთა ბაზები და გამერკვია მონაცემების დამუშავების პრინციპებში. პლატფორმა აშკარად ძალიან კარგად არის სტრუქტურირებული — ყველაფერს ვსწავლობ ნაბიჯ-ნაბიჯ, პრაქტიკული დავალებების საშუალებით. რეკომენდაციას ვუწევ ყველას, ვისაც სურს საფუძვლიანად დაეუფლოს მონაცემთა ბაზებთან მუშაობას და განივითაროს ტექნოლოგიური უნარები.

ნახე სრული ტექსტი

კურსის დაწყებამდე, არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა ტექნიკური პროექტების მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდოდა შემეძინა ახალი უნარები რომელიც თანამედროვე ციფრულ სამყაროში გამომადგებოდა,TechSchool-ის დახმარებით სამ თვეში შევძელი პროფესიულ დონეზე ამეთვისებინა ისეთი კომპლექსური პროფესია, როგორიცაა ტექნიკური პროექტების მართვა. პლატფორმის კონტენტი ძალიან გასაგებია,პრაქტიკული დავალებები და case studies მეხმარება, ყველაფერი გავიარო ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაზე მეტად მომწონს ის, არ ვარ შეზღუდული დროში და საკუთარი ტემპით შემიძლია სწავლა. TechSchool-ს ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ტექნოლოგიების სფეროში ახალი პროფესიის დაუფლება და განვითარება.

ნახე სრული ტექსტი

ავტომატიზაციის კურსზე სწავლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ჩემი კარიერული განვითარების გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი პროგრამული ენის საბაზისო ცოდნა მქონდა, პლატფორმამ საშუალება მომცა მნიშვნელოვნად გამეღრმავებინა ტექნიკური უნარები. განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო პრაქტიკული ლექციები, დავალებები და სასწავლო პლატფორმაზე არსებული სიმულაციური სავარჯიშოები — ეს ყველაფერი ერთად ძალიან მეხმარება რეალური, პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. პლატფორმის გამოყენება მარტივია და სწავლის პროცესი კომფორტულადაა ორგანიზებული. დიდი იმედი მაქვს, რომ აქ მიღებული ცოდნა მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ჩემი პროფესიული ზრდისთვის. აუცილებლად ვურჩევდი ყველას, ვისაც სურს ავტომატიზაციის სფეროში რეალური პროგრესი – რადგან შედეგი მართლაც აღემატა ჩემს მოლოდინს.

ნახე სრული ტექსტი

Techschool-ში Technical Project Management-ის კურსი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია როგორც დამწყებთათვის, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების მსურველთათვის. მთავარი დადებითი მხარე მასალების ფორმატია, რომელიც მოიცავს ქვიზებს, სიმულაციებსა და წასაკითხ მასალას. პირადად ჩემთვის, წასაკითხი მასალები უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ვიდეომასალა, რომლის შინაარსიც საკმაოდ მცირე დროით მრჩებოდა მეხსიერებაში. Techschool ნამდვილად ინოვაციური პროექტია, რომელიც ხელს უწყობს უნარების განვითარებას და სიღრმისეული ცოდნის შეძენას. გუნდის წევრები კი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევიან მომხმარებლების მიმართ.

ნახე სრული ტექსტი

Techschool ნამდვილად იდეალური აღმოჩენაა ყველასთვის, ვისაც დეველოპმენტი და ტექნოლოგიური ინდუსტრია აინტერესებს. ჩემს მიერ შერჩეული TPM კურსი, მარტივად და გასაგებად ხსნის ყველა მნიშვნელოვან თემას. თეორიული ნაწილი და პრაქტიკა კარგად არის დაბალანსებული, ლექციები კი სტრუქტურირებული და საინტერესოა. განსაკუთრებით მომწონს ჩანიშვნის ფუნქცია და ფლეშბარათები — ძალიან მეხმარება მნიშვნელოვანი დეტალების დამახსოვრებაში და გადახედვაში. რეკომენდაციას ვუწევ ყველას, ვინც ტექნიკური პროექტების მართვის საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს.

ნახე სრული ტექსტი

ყოველთვის მაინტერესებდა ზოგადად Data & მონაცემთა მეცნიერებები (ვიზუალიზაცია, სტატისტიკა, ტრენდები) და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამევლო Techschool-ის SQL-კურსი. კურსის განმავლობაში განსაკუთრებით დავინტერესდი მონაცემთა ინჟინერიით და SQL-თან ერთად (კონკრეტულად პროგრამული ენა PostgreSQL) შევეცადე გამეღრმავებინა ცოდნა მონაცემთა ბაზების დიზაინის, მართვის, მოდელირებისა და ორკესტრაციის მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ კურსს, კურსის სილაბუსი შედგება SQL-ის მარტივი, საშუალო და რთული თემებისაგან. კურსის განმავლობაში დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები. ყოველივე აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ Techschool-ის SQL-კურსი ნამდვილად კარგ საფუძველს მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერსებულნი არიან მონაცემთა ინჟინერიით, მეცნიერებით თუ ანალიტიკით (Data Engineering, Data Science, Data Analytics).

ნახე სრული ტექსტი

დიდი ხანია მინდოდა QA ავტომატიზაციის შესწავლა, და მიხარია, რომ ამ გზას დავადექი. კურსმა ჩემი მოლოდინი სრულად გაამართლა — მასალები დეტალურად და გასაგებად არის წარმოდგენილი, პრაქტიკული სამუშაოები კი რეალურ გამოცდილებასთან მაქსიმალურად ახლოსაა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მენტორს — მისი გულწრფელი დამოკიდებულება, მოთმინება და დეტალური ახსნები უდიდეს როლს თამაშობს სწავლების პროცესში. კურსი მოიცავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს და თანაც მრავალფეროვანია — არც ერთი გაკვეთილი არ არის მოსაწყენი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი — ცოდნაც მივიღე და მოტივაციაც გამეზარდა.

ნახე სრული ტექსტი

ტექნოლოგიების სფეროში კარიერული წინსვლა ყოველთვის მიზნად მქონდა დასახული — მანუალ ტესტერად მუშაობის პარალელურად კი ვხვდებოდი, რომ მეტი ცოდნა და უნარი მჭირდებოდა რეალური პროგრესისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე TechSchool-ის QA Automation მარათონში ჩართვა. სასწავლო მასალები დეტალურადაა ახსნილი და დაფუძნებულია რეალურ გამოცდილებაზე, პრაქტიკული გაკვეთილი კი მეხმარება დაგროვებული ცოდნის გამოყენებაში.

ნახე სრული ტექსტი

სწავლის დაწყებამდე არანაირი ცოდნა გამაჩნდა QA automation-ის შესახებ, თუმცა TechSchool-ის მენტორის, დახმარებით თავი გავართვი ჩემთვის რთულ ამოცანებს, დამეხმარა ყველა საჭირო პროგრამის ინსტალაციასა თუ გაგებაში. გულმოდგინედ გვეხმარება და გვაძლევს მოტივაციას თითოეულ სტუდენტს. ის თავისი საქმის პროფესიონალია და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. რაც შეეხება საიტს, მომწონს მოცემული სიმულატორები თუ სავარჯიშოები, სახალისო და საინტერესოა. ანვითარებს ტექნოლოგიურ სფეროში ინტეგრაციისათვის საჭირო უნარებს. სასწავლო მასალა მოცემულია ქართულად, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ონლაინ შეხვედრები და პრაქტიკული დავალებები კი ყველაზე ეფექტურია სწავლების პროცესში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს სკოლა კეთილგანწყობილია სტუდენტების მიმართ, ვგრძნობ განათლების მაღალ ხარისხზე ზრუნვას.

ნახე სრული ტექსტი

ეს მარათონი იდეალურია ყველასთვის, ვინც მზად არის სწავლისა და შრომისთვის — რეალური შედეგების მისაღებად. კურსი ძალიან პრაქტიკულია და სავსეა მნიშვნელოვანი ცოდნით, რაც გეხმარება მასალის სრულად გააზრებასა და იმ სამუშაო პროცესის გაცნობაში, რომელსაც პრაქტიკოსი დეველოპერები რეალურ პროექტებზე იყენებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მენტორის მხარდაჭერა — ყოველთვის მზად არის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, კითხვებზე პასუხებსა და დეტალურ ფიდბექსაც ძალიან სწრაფად ვიღებთ, ეს კი სწავლას ბევრად ამარტივებს. დეველოპმენტის სფეროში განვითარება თუ გსურთ, გირჩევთ აუცილებლად მიიღოთ მონაწილეობა ამ მარათონში!

ნახე სრული ტექსტი

პროგრამირებაში გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა, მაგრამ უფრო ღრმად წასვლა და სისტემატიზაცია მჭირდებოდა ზუსტად ამაში დამეხმარა TechSchool. პლატფორმა ძალიან კარგად არის მოწყობილი, მარტივი და ლოგიკურია, რაც სწავლას ბევრად კომფორტულს ხდის. თემები გასაგებად არის ახსნილი და პრაქტიკული ნაწილიც შედეგზეა ორიენტირებული. ისე არის აწყობილი, რომ წაადგება როგორც დამწყებს, ისე იმასაც, ვისაც უკვე რაღაც დონეზე აქვს ცოდნა.

ნახე სრული ტექსტი

ჩემი მიზანი იყო არსებული ცოდნის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკების ("Best Practice") ათვისება, TechSchool-ის სწავლის პროცესი ზუსტად შეესაბამებოდა ამ მიზას. პლატფორმა მარტივად და ინტუიციურადაა მოწყობილი — მასალები ლოგიკურად არის დალაგებული, რაც ამარტივებს მათ გადახედვასა და გახსენებას. TechSchool-ს აუცილებლად ვურჩევდი ყველას, ვისაც სურს ხარისხიანი განათლება ტექნოლოგიების სფეროში. დამწყებებს კი ვეტყოდი რომ: იყავით მონდომებულები, დისციპლინირებულები და ეცადეთ, ყველაფერი სიღრმისეულად გაიგოთ, ხოლო TechSchool ამ გზან ნამდივილად გაგიმარტივებთ.

ნახე სრული ტექსტი

უკვე 2 წელია სერიოზულად მივუდექი პროგრამირებას, მაგრამ არანაირ შედეგი არ მომიტანა ჩემით სწავლამ, მერე უფასო კურსებზე შევედი და რაღაც მცირე ნაწილი სააიტის ასაწყობად ვისწავლე, მისი სტრუქტურისა და სტილის აწყობა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი სრულფასოვანი დეველოპერი, რომ გავმხდარი ვიყავი. მჭირდებოდა ახალი გზები, რომლებიც დამეხმარებოდნენ ჩემს ურთულეს პერიოდში, ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე ტექ-სკოლა, როდესაც უმოტივაციო ვიყავი და კოდის წერის სურვილი რომ დაკარგული მქონდა. სამაგიეროდ ეს პლათფორმა შემხვდა სოციალურ მედიაზე და მერე შევედი ფრონტ-ედნ მარათონზე, რამაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. დასაწყისში მინიმალური ცოდნა მქონდა, მინიმალური დონის საიტებს ვაწყობდი და ფუნქციურად არ მუშაობდა, ეხლა კი რაც ამ მარათონში მივიღე მონაწილეობა, ჩემ საწყის ცოდნასაც ბევრი რამ შემოვუმატე და ახალი რაღააცებიც ვისწავლე. გაკვეთილები არის ძალიან მარტივად აწყობილი დ ახსინილი, ყველაფერი თანმიმდევრობით და ლოგიკურად მიდის, ლექტორიც ძალიან მეგობრულია და მარტივად გვიხსნის მასალას და ჩვენ რჩევებსაც ითვალისწინებს რაც მე ძაან მახარებს, თვითონაც ძალიან კარგ რჩევებს და შენიშვნებს გვაძლევს, რითაც ჩემ შეცდომებს ვხვდები და მათზე მუშაობას ვიწყებ.

ნახე სრული ტექსტი

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის მარათონი?

მარათონი არის 6 თვიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც შექმნილია პროგრამირების საფუძვლიანად შესასწავლად. ეს არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც სურს სრული დროით დაეუფლოს პროგრამირებას.

რა უპირატესობები აქვს მარათონს?

  • ინტენსიური სწავლება ყოველდღიურ რეჟიმში
  • პრაქტიკული პროექტები რეალურ მაგალითებზე
  • მენტორების მუდმივი მხარდაჭერა
  • კარიერული კონსულტაციები
  • პორტფოლიოს შექმნის შესაძლებლობა
ვისთვის არის მარათონი განკუთვნილი?

მარათონი იდეალურია მათთვის, ვისაც შეუძლია სრული დროის დათმობა სწავლისთვის და სურს მოკლე დროში მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს.

როგორ ავირჩიო ჩემთვის შესაფერისი კურსი?

გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ:

  • თქვენი დრო და შესაძლებლობები
  • სწავლის სასურველი ტემპი
  • თქვენი მიზნები პროგრამირებაში
  • პირადი თუ ონლაინ სწავლების პრეფერენცია
რა ღირს თითოეული კურსი?

ფასები განსხვავებულია კურსის ტიპის მიხედვით. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს.

როგორ დავიწყო კურსი?

აირჩიეთ სასურველი კურსი, დააჭირეთ ღილაკს "კურსზე რეგისტრაცია" და გაიარეთ მარტივი რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ სწავლა.

როგორ მივიღებ სერტიფიკატს?

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ (მინიმუმ 80% შეფასებით) ავტომატურად მიიღებთ ციფრულ სერტიფიკატს. სერტიფიკატის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ თქვენი პროფილიდან PDF ფორმატში.

შემიძლია თუ არა მასალების გადმოწერა ოფლაინ სწავლისთვის?

დიახ, სასწავლო მასალების უმეტესობის გადმოწერა შესაძლებელია ოფლაინ რეჟიმში სწავლისთვის.

რა ენებზეა ხელმისაწვდომი სასწავლო მასალები?

სწავლის პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე

არის თუ არა სტაჟირების შესაძლებლობები?

საუკეთესო სტუდენტებს ვთავაზობთ სტაჟირების შესაძლებლობებს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში. (მხოლოდ მოდულის და სრული კურსის გავლის შემდგომ. არ ეხება მარათონის სტუდენტებს)

მზად ხარ შეცვალო ცხოვრება?

მზად ხარ შეცვალო ცხოვრება და ისწავლო ზუსტად ის რაც მართლა გამოგადგება

ჩაეწერე ახლავე